თავში

აზერბაიჯანში COVID-19-ზე აცრილ პირებს სპეციალურ პასპორტს გადასცემენ

​აზერბაიჯანში COVID-19-ზე აცრილ პირებს სპეციალურ პასპორტს გადასცემენ
აზერბაიჯანში COVID-19-ზე აცრილ პირებს სპეციალურ პასპორტს გადასცემენ

აზერბაიჯანს ექნება ელექტრონული სისტემა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ. სპეციალისტები ამ პროგრამაზე მუშაობენ, - ამის შესახებ Real TV-სთან ინტერვიუში სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის გაერთიანების (TƏBIB) თავმჯდომარემ, რამინ ბაირამლიმ განაცხადა.

TƏBİB–ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოქალაქეები ვაქცინის ორივე დოზას მიიღებენ.

”ადამიანები, რომლებიც მიიღებენ პირველ დოზას, მიიღებენ გაფრთხილებას მეორე დოზის აუცილებლობის შესახებ. ელექტრონული სისტემა დაფუძნებული იქნება e-təbib პროგრამაზე. სისტემა თითქმის მზად არის. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ COVID-19 პასპორტი შტრიხკოდით, რომელიც ყველა ადამიანს ეკუთვნის. საჭიროების შემთხვევაში, ეს პასპორტი გაიცემა მათზე, ვინც აცრას გაიკეთებს. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა კორონავირუსთან დაკავშირებულ დოკუმენტს მოითხოვს, ეს პასპორტი იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system