თავში

აზერბაიჯანში COVID-19-ზე ვაქცინაცია 390 489 ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში COVID-19-ზე ვაქცინაცია 390 489 ადამიანს ჩაუტარდა
აზერბაიჯანში COVID-19-ზე ვაქცინაცია 390 489 ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 27 073 ადამიანს ჩაუტარდა. ამის თაობაზე  აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერაციულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 390 489 ადამიანია აცრილი.

აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.

აზერბაიჯანმა ჩინური წარმოების ვაქცინის Sinovac 4 მილიონი დოზა შეიძინა. ერთი ადამიანი ვაქცინის ორ დოზას მიიღებს. ვაქცინის მეორე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system