თავში

აზერბაიჯანში დღეიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

​აზერბაიჯანში დღეიდან შეზღუდვები შემსუბუქდება
აზერბაიჯანში დღეიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდება. ეს გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

10 ივნისიდან ქვეყანაში მუშაობას დიდი სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები აღადგენენ. ამავე დღეს გაიხსნება მეჩეთები. 10 ივნისიდან მოქალაქეები სანაპიროებზე სტუმრობას შეძლებენ.

მასთან, აზერბაიჯანში "კოვიდპასპორტების“ გამოყენება იგეგმება, რომელსაც იმ მოქალაქეების მისცემენ, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში 31 მაისიდან ქვეყნის გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ამავე დღეს ბაქოს მეტროპოლიტენი მუშაობა განაახლა.

31 მაისიდან ასევე აზერბაიჯანის რეგიონებს შორის ტრანსპორტის გადაადგილება აღდგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system