თავში

აზერბაიჯანში ეროვნული ხსნის დღეს აღნიშნავენ

​აზერბაიჯანში ეროვნული ხსნის დღეს აღნიშნავენ
აზერბაიჯანში ეროვნული ხსნის დღეს აღნიშნავენ

აზერბაიჯანში დღეს ეროვნული ხსნის დღეს აღნიშნავენ. 1993 წლის 15 ივნისს მილი მეჯლისის სხდომაზე ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის მომავალი განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ გამოაცხადა. ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ეროვნული ხსნის დღედ შევიდა.

ამ დღეს ჰეიდარ ალიევი ხელისუფლებაში მეორედ დაბრუნდა. ის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩიეს.

ჰეიდარ ალიევის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში, დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, მთავარი მიმართულებები სუვერენიტეტის შენარჩუნება და განვითარება იყო. ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ეროვნული კონცეფცია შექმნა, რომლითაც უმოკლეს დროში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობა იყო აღდგენილი.

1993 წლის 20 ივნისს ჰეიდარ ალიევმა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, 21 ივნისს კი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატს შეხვდა. ჰეიდარ ალიევის პოლიტიკამ რესპუბლიკა საინფორმაციო ბლოკადიდან გამოიყვანა.

1997 წელს დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 15 ივნისი აზერბაიჯანის ეროვნული ხსნის დღედ გამოცხადებულიყო. ინიციატივას მილი მეჯლისმა მხარი დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system