თავში

აზერბაიჯანში "გამარჯვების დღედ" 8 ნოემბერი გამოცხადდა

აზერბაიჯანში "გამარჯვების დღედ" 8 ნოემბერი გამოცხადდა
აზერბაიჯანში გამარჯვების დღედ 8 ნოემბერი გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "გამარჯვების დღედ" 10 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერი გამოაცხადა. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა "გამარჯვების დღედ" 10 ნოემბერი გამოაცხადა, თუმცა ამ დღეს აღინიშნება თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, დიდი მოღვაწის ხსოვნის დღე, რომლის სახელი ოქროს ასოებით არის აღწერილი თურქული სამყაროს ისტორიაში, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსენების დღე, ამიტომაც ილჰამ ალიევმა "გამარჯვების დღედ" 8 ნოემბერი გამოაცხადა.

8 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი შუშა გაათავისუფლა, ამიტომ "გამარჯვების დღე" სწორედ ამ დღეს დაწესდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system