თავში

აზერბაიჯანში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

აზერბაიჯანში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
აზერბაიჯანში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

აზერბაიჯანში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტიკურმა სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია დაასრულეს. ამის საკითხებთან დაკავშრებით ადგილობრივმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრესკონფერენცია გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მაზაჰირ პანაჰოვმა აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის ყველა უბანი მზადაა.

წელს 125 ადგილიან „მილი მეჯლისში“ მოსახვედრად 1300-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. მაჟორიტარული სისტემით, ერთი საარჩევნო ოლქიდან ერთ დეპუტატს აირჩევენ.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ პარტია ახალი მოწვევის პარლამენტში მანდატების უმრავლესობას მიიღებს.

ცესკო-ს მონაცემებით, ხვალინდელ არჩევნებზე ხმას 5 329 460 მოქალაქე მისცემს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება.

Report.az-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 5573 საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება ახალი თაობის პირადობის მოწმობათა ჩიპების წამკითხველი მოწყობილობებიც, რაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიტანს ხმის მიცემის პროცესს. 

არჩევნებს ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება. რეგისტრირებულია 800-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი.

მიმდინარე პროცესებს 132 ქვეყნის მედიასაშუალება აშუქებს.

ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ეს აზერბაიჯანის ისტორიაში პირველი ვადამდელი არჩევნებია. გასული წლის დეკემბერში ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკანონმდებლო ორგანოს მმართველ პარტია „ახალ აზერბაიჯანს“ მოქმედი პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივით მიმართა. პარტია პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system