თავში

აზერბაიჯანში კორონავირუსის ვაქცინაციისთვის მზადება დაიწყო - PHOTO

აზერბაიჯანში კორონავირუსის ვაქცინაციისთვის მზადება დაიწყო - PHOTO
აზერბაიჯანში კორონავირუსის ვაქცინაციისთვის მზადება დაიწყო - PHOTO

აზერბაიჯანის კლინიკა Yeni klinika-ის სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის სასწავლო ცენტრში კორონავირუსის ვაქცინაციისთვის მოსამზადებელი ტრენინგი დაიწყო. სწავლების სახელწოდებაა: COVID-19 ვაქცინაციის პროცესის ორგანიზება და გვერდითი მოვლენების მართვა.

ტრენინგების დროს, საველე ვაქცინაციისთვის შერჩეულ ჯგუფების, რომელთაც ადგილზე ვაქცინაცია უნდა ჩაატარონ, დეტალურ ინსტრუქციებს აძლევენ. სწავლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ გაწერილი ინსტრუქციებზეა აგებული. ტრენინგის მონაწილეები სწავლობენ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის გადაზიდვა, შენახვა და გამოყენება. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას და რა სახის დახმარება უნდა გაეწიოთ პაციენტებს შესაძლო ალერგიული რეაქციების შემთხვევაში.

ტრენინგებზე ასევე სწავლობენ ახალი ტიპის გუნდურ მუშაობას, სადაც ჯგუფში შედის ექიმი, ექთანი და მძღოლი. მათი მოქმედება სხვადასხვა სიტუაციაში კოორდინირებული, სინქრონული და რაციონალური უნდა იყოს.

ტრენინგებში, რომელსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ატარებენ, ყოველკვირეულად 40 -მდე ჯგუფი მომზადდება. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასევე მომზადდება ვიდეორგოლები, რომლებიც შესაბამის ორგანიზაციებში დაიგზავნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system