
აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი 926-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.
27 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 35-ის - საშუალო სიმძიმის, გამოჯანმრთელდა 101 პაციენტი, 9 - გარდაიცვალა, მკურნალობას 816 ადამიანი აგრძელებს.
თეკო გიორგაძე
ავტორი