თავში

აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება

აზერბაიჯანში COVID-19-ზე ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური საკითხებისა და ინოვაციური განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა შაჰმარ მოვსუმოვმა განაცხადა.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და სამართალდამცავი ორგანოების ანტიეპიდემიურ ღონისძიებებში ჩართულ პერსონალს ჩაუტარდებათ.

ამასთან, აზერბაიჯანში 65 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსზე ვაქცინაცია 1 თებერვლიდან დაიწყება. 

ვაქცინაციის მეორე ეტაპი მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მოიცავს, კერძოდ ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, დიაბეტის მქონე პირებსა და ჭარბწონიანებს. ასევე, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც სულ მცირე ერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ.

მეორე ეტაპზე იგეგმება საგანმანათლებლო და სოციალური მუშაკების, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სექტორების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების,  საფოსტო და საბანკო სექტორის თანამშრომლების ვაქცინაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system