თავში

აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი 18 იანვრიდან შემსუბუქდება

აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი 18 იანვრიდან შემსუბუქდება
აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი 18 იანვრიდან შემსუბუქდება

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი 18 იანვრიდან შემსუბუქდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. 

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ  ქვეყანაში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, შეზღუდვების გარკვეული ნაწილის შემსუბუქება გადაწყდა. 

2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათიდან გაუქმდება სახლის დატოვებისათვის საჭირო SMS ნებართვები. 

25 იანვრის 00:00 საათიდან დასაშვები იქნება საცალო ვაჭრობის ობიექტების საქმიანობა, ასევე აღდგება სილამაზის სალონების, მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზების მუშაობა, ასევე აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა. თუმცა, კვების ობიექტებში, ჩაის სახლები, დიდი სავაჭრო ცენტრების და მოლები კვლავ დახურული დარჩება.

2021 წლის 1 თებერვლის 00:00 საათიდან გაიხსნება კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ჩაის სახლები.

ბაქოს მეტროპოლიტენის საქმიანობა კვლავ შეზღუდული დარჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system