თავში

აზერბაიჯანში საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება

​აზერბაიჯანში საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება
აზერბაიჯანში საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება

აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

14 დეკემბრიდან 18 იანვრამდე კი ქვეყანაში კარანტინის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, 14 დეკემბრის დილის 06:00 საათიდან მოსახლეობა სახლის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეძლებს, რომელსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიიღებს.

14 დეკემბრიდან ასევე კვებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა იკრძალება. მეტროპოლიტენი 31 იანვრამდე ჩერდება. აზერბაიჯანში უქმე დღეებში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ბაქოსა და განჯაში, შესვლა და გასვლა იზღუდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system