თავში

აზერბაიჯანში სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

აზერბაიჯანში სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა
აზერბაიჯანში სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სამხედრო სამსახურმა სამხედრო მოსამსახურეების გაწვევა და სამხედრო-სატრანსპორტო ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი დროებით შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, 30 სექტემბრისთვის ჩანიშნული ფრენები გადადებულია.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system