
აზერბაიჯანის სახანძრო სამსახურმა შაქის რაიონში გაჩენილი ხანძარი ჩააქრო.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხანძარმა 10 ჰექტარის ფართობი მოიცვა.
-18:32-
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, შაქის რაიონში, ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა შაქი-კახის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიზე გაჩნდა. ინციდენტის შედეგად, შეფერხდა ავტომობილების გადაადგილება. გარდა ამისა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ხანძრის ჩაქრობის მიზნით ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. ცეცხლის ლოკალიზებაში სამი სახანძრო მანქანა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის 25 თანამშრომელი მონაწილეობს. ძლიერმა ქარმა ხანძრის ფართობი გაზარდა.