თავში

აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა
აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში, შამახის რაიონის სოფელ გუშჩულუღის მახლობლად ტალახის ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანი გუშჩუ ადგილობრივი დროით 19:20 საათზე ამოიფრქვა.

ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულის ტალახის ვულკანების სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალის ჯგუფის დირექტორის ჯეიჰუნ ფაშაევის განცხადებით, ამოფრქვევა ძლიერი არ ყოფილა და მიმდებარე დასახლებებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ტალახის ვულკანი გუშჩუ შამახის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system