თავში

აზერბაიჯანში თურქეთთან ურღვევი მეგობრობის ღონისძიება გაიმართა

​აზერბაიჯანში თურქეთთან ურღვევი მეგობრობის ღონისძიება გაიმართა
აზერბაიჯანში თურქეთთან ურღვევი მეგობრობის ღონისძიება გაიმართა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "აზერბაიჯან-თურქეთის მეგობრობა მარადიული და ურღვევია". ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი და თურქეთის დელეგაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული შეჰიდების ხსოვნას, შემდეგ კი ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

სიტყვით მიმართვისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყნას შორის სამხედრო თანამშრომლობა ეფუძნება ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს და ის კიდევ უფრო ვითარდება და ძლიერდება. გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა აზერბაიჯან-თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

თურქეთის მინისტრმა ბაქო-ანკარას შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

ღონისძიების მონაწილეებს ტელეფონით მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც, აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს სამამულო ომში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system