თავში

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 352 210 ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 352 210 ადამიანს ჩაუტარდა
აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 352 210 ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 14 830 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 1 352 210 ადამიანია აცრილი. პირველ ეტაპზე ვაქცინირებულთა რიცხვი 899 213-ს შეადგენს, 452 997 პირმა კი უკვე ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system