თავში

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 947 ათას ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 947 ათას ადამიანს ჩაუტარდა
აზერბაიჯანში ვაქცინაცია 947 ათას ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 22 932 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 947 745 ადამიანია აცრილი. მათ შორის, 356 831-მა მათგანმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო, ხოლო 590 914-მა ჯერ მხოლოდ პირველი.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system