თავში

აზერბაიჯანული ფილმი იტალიაში საუკეთესოდ დაასახელეს

​აზერბაიჯანული ფილმი იტალიაში საუკეთესოდ დაასახელეს
აზერბაიჯანული ფილმი იტალიაში საუკეთესოდ დაასახელეს

აზერბაიჯანელი რეჟისორის, შამილ ალიევის ფილმმა "Çölçü" იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალზე Mirabilia International Film Awards 2020 "საუკეთესო მხატვრული ფილმის" კატეგორიაში პრიზი მიიღო. კორონავირუსის პანდემიის გამო, გამარჯვებულები ონლაინ-ფორმატში გამოავლინეს.

ფილმი "Çölçü" 2012 წელს გადაიღეს. სურათს 55-ზე მეტი პრიზი და 90 საერთაშორისო ფესტივალისა და ფორუმის ჯილდო აქვს მიღებული.

სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქალაქისგან შორს ცხოვრობს და ბუნებასთან მჭიდრო კავშირშია. მამამისი სიბრძნეებს ასწავლის. მისი სიკვდილის შემდეგ მამაკაცი ქალს გაიცნობს, რომელიც დაბიდან ჩამოვიდა. მასთან ნაცნობობა მის ცხოვრებაში ახალ ფურცლად, დიდ, აქამდე უცნობ ცხოვრებაში ნაბიჯად იქცევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system