თავში

აზერბაიჯანული მედია: სომხეთის სარაკეტო თავდასხმას განჯაში 9 პირი ემსხვერპლა - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანული მედია: სომხეთის სარაკეტო თავდასხმას განჯაში 9 პირი ემსხ
აზერბაიჯანული მედია: სომხეთის სარაკეტო თავდასხმას განჯაში 9 პირი ემსხვერპლა - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 9 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 გარდაცვლილი ქალია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

სომხეთის არმიის თავდასხმის შედეგად განჯაში 34 პირია დაშავებული. მათ შორისაა, 16 ქალი და 6 ბავშვი.

11:31

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთი განზრახ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, 1949 წლის ჟენევის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებს, აგრეთვე 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და განაგრძობს აზერბაიჯანული დასახლების დაბომბვას.

რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 7 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. 

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ამ დროისათვის, ნანგრევებიდან დაშავებულთა ამოყვანა მიმდინარეობს.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 გარდაცვლილის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system