თავში

აზერბაიჯანული მხარე სომხეთის მიერ განხორციელებული დივერსიის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანული მხარე სომხეთის მიერ განხორციელებული დივერსიის შესახებ
აზერბაიჯანული მხარე სომხეთის მიერ განხორციელებული დივერსიის შესახებ იუწყება

"2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანს, რუსეთსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი აზერბაიჯანში, ხოჯავენდის რაიონის, სოფელ ჰადრუთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტყეში დარჩა", - ვკითხულობთ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაში.

"სომხური მედია ქვეყნის ოფიციალურ წრეებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეიარაღებული ფორმირებები ტყეში იმალებოდნენ. სომხურმა მხარემ ტერიტორიიდან გადაყვანის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების სარდლობას მიმართა. აზერბაიჯანულმა მხარემ ყველა პირობა შექმნა სომხური შეიარაღებული ფორმირებების ტერიტორიიდან გაყვანისათვის.

რუსი სამშვიდობოები ცუდი ამინდის პირობებში ჩამოვიდნენ და ტყის ზონაში მყოფ სომხურ შეიარაღებულ ფორმირებებს ხმამაღალი შეტყობინებით მიმართეს, რომ მათი ტერიტორიიდან ევაკუაციის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიღებული იყო.

რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები დაკისრებულ მოვალობას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და ე.წ. ”დაკარგული” სომეხი სამხედროების ევაკუაციას, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალურად ასრულებდნენ. მაგრამ სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა არ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, შექმნეს საბრძოლო პოზიციები და ბოლო დღეების განმავლობაში, აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები, საბოტაჟი და დივერსიები განახორციელეს. 

შედეგად, ხოჯავენდის რაიონის სოფელ სურში მყოფი აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებზე მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, 8 დეკემბერს, 3 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 2 დაიჭრა. გარდა ამისა, სოფელ ჰადრუთთან ახლოს, საკომუნიკაციო აღჭურვილობის დამონტაჟების დროს, 1 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და კომპანია Azercell-ის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძულებული გახდა ამ ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაეტარებინა. 

"სომხურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სამმხრივი შეთანხმების დებულებების შესრულება, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო რეჟიმის დაცვას, თავი შეიკავოს სომხური შეიარაღებული ფორმირებების ან სომხეთის შეიარაღებული ძალების შექმნისა და პროვოკაციების განხორციელებისაგან, არ გამოიყენოს სიტუაციის განზრახ გამწვავება საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის.

სამმხრივი დეკლარაციის დებულებების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა განაგრძობს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system