თავში

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის თავდასხმას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის თავდასხმას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის თავდასხმას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სომხური მხარის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ნაფტალანის რაიონის სოფელ გაშალტიში მცხოვრები ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო. გამოძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1, 120.2.4, 120.2.12 და 100.2 მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system