თავში

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა
აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბრიუსელში 14 დეკემბერს გაიმართა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. პროცესი ევროკავშირის მედიაციით მიმდინარეობდა.

აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, პატიმრებისა და დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის განცხადებით, გადაცემული პირები 16 ნოემბერს დაკავებული სამხედროები იყვნენ, რომლებსაც ბრალად ყარაბაღში პროვოკაციის მოწყობა ედებოდათ ბრალად. 

ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი მიესალმა ექსტრადაციას ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. 

"ბედნიერი ვარ, რომ სომხეთის ათ სამხედრო ტყვეს აზერბაიჯანმა ექსტრადაცია გაუწია. ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ორივე ქვეყანასთან, რათა წარმატებული ნაბიჯები კვლავ გადაიდგას", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system