თავში

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ
აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები 6 ქვეყნის მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

ამის შესახებ განცხადებები ალიევისა და ერდოღანის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ დროისთვის არსებობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს, აზერბაიჯან-ირან-რუსეთისა და თურქეთ-რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატები.

„ჩვენ შეგვიძლია, ყველა ეს პლატფორმა წარმოვიდგინოთ ერთიან პლატფორმად. თუ სომხეთის ხელისუფლებამ ომიდან სწორი დასკვნა გამოიტანა, უარს იტყვის უსაფუძვლო პრეტენზიებზე და მომავლისკენ გაიხედავს. ამ შემთხვევაში, მათაც ექნებათ საშუალება, საკუთარი ადგილი დაიკავონ პლატფორმაში. ჩვენ ამისთვის ღია ვართ“ , – განაცხადა ალიევმა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ექვსი ქვეყნის მონაწილეობით პლატფორმის შექმნა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩემს ძმასთან, ილჰამ ალიევთან ერთად ექვსი ქვეყნის მონაწილეობით პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა განვიხილეთ. საუბარია აზერბაიჯანზე, თურქეთზე, რუსეთზე, ირანსა და საქართველოზე. სურვილის შემთხვევაში, სომხეთზეც. რეგიონის განვითარებისთვის ეს კარგი თანამშრომლობა იქნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system