თავში

ბაღდადის "მწვანე ზონაში" 2 რაკეტა ჩამოაგდეს

ბაღდადის "მწვანე ზონაში" 2 რაკეტა ჩამოაგდეს
ბაღდადის მწვანე ზონაში 2 რაკეტა ჩამოაგდეს

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადის მკაცრად დაცულ "მწვანე ზონაში", სადაც ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურები და საერთაშორისო მისიებია განლაგებული, სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ტერიტორიაზე “კატიუშას“ ტიპის 2 რაკეტა დაეცა. თავდაცვის სისტემის წარმომადგენლების გაცხადებით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს დეტალების გამოძიება.

ბაღდადის მწვანე ზონა არა ერთხელ გამხდარა შეტევის ობიექტი და ზიანი, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა ხოლმე. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system