თავში

ბაღდადის "მწვანე ზონაზე" სარაკეტო იერიშს ბავშვი ემსხვერპლა

​ბაღდადის "მწვანე ზონაზე" სარაკეტო იერიშს ბავშვი ემსხვერპლა
ბაღდადის მწვანე ზონაზე სარაკეტო იერიშს ბავშვი ემსხვერპლა

ბაღდადის "მწვანე ზონაზე" სარაკეტო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ბავშვი დაიღუპა და 5 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. სარაკეტო დარტყმის სამიზნეს აშშ-ის საელჩო წარმოადგენდა.

ერაყის დედაქალაქის „მწვანე ზონაში”, სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო შენობებია განლაგებული, 4 რაკეტა ჩამოვარდა. 3 რაკეტა ტერიტორიის მიღმა, დასახლებულ ზონაში დაეცა, ერთი კი ჰაერში აფეთქდა.

ბაღდადის დასახლებულ ნაწილში რაკეტის ჩამოვარდნას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system