თავში

ბაღდადში აქციაზე 27 დემონსტრანტი დაშავდა

ბაღდადში აქციაზე 27 დემონსტრანტი დაშავდა
ბაღდადში აქციაზე 27 დემონსტრანტი დაშავდა

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სულ მცირე 27 ადამიანი დაშავდა ბაღდადში განახლებულ აქციებზე. დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, აჰრარის ხიდზე, მთავრობის სახლთან ახლოს მოხდა.

ხიდის ერთი ნაწილი დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული, მეორე - სამართალდამცავებს. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რომ მათი მთავრობის შენობასთან მიახლოება არ დაეშვათ.

დაახლოებით 320 დემონსტრანტი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა ერაყში 1 ოქტომბერს დაწყებული არეულობის შემდეგ. მოსახლეობა, ნავთობსაბადოებით მდიდარ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასა და ელემენტარული სოციალური სერვისების არარსებობას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system