თავში

ბაღდადში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს

ბაღდადში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს
ბაღდადში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს.

აქციის მონაწილეები აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც ირანის მხარდაჭერით მოქმედი 25 მებრძოლი გარდაიცვალა.

„ევრონიუსის“ ცნობით, დემონსტრანტები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებენ. აქტივისტებმა შენობას ბოთლები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს.

მედიის ინფორმაციით, საელჩოსთან შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილს ხელში მოძრაობა „ჰეზბოლას“ დროშები უჭირავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system