თავში

ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტები დაუშინეს

​ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტები დაუშინეს
ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტები დაუშინეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემამ თავდასხმა მოიგერია. ინფორმაციას სააგენტო SHAFAQ ავრცელებს.

მისი ცნობით, საელჩოს ტერიტორიას ორი რაკეტა ესროლეს. საჰაერო თავდაცვამ ერთი ჩამოაგდო, მეორე "მწვანე ზონის" მიღმა ჩამოვარდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაზის მიმართულებით, დღის განმავლობაში ჯამში 14 რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system