თავში

ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, აშშ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში დააბრუნოს

​ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, აშშ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში
ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, აშშ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში დააბრუნოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში ამერიკის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ეს არ იქნება ადვილი, თუმცა მომავალ ადმინისტრაციას სურს, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ითანამშრომლოს, ასევე მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა და დამატებითი შეთანხმებების შეიმუშავოს.

ამასთან, მან შეთანხმებას, რომელიც თეირანის ბირთვულ განვითარებას გააკონტროლებს, ”რეგიონში სტაბილურობის საუკეთესო ინსტრუმენტი” უწოდა.

ბაიდენის თქმით, ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, სულ საშიშროება, რომ საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები ბირთვული იარაღის შექმნაზე დაიწყებენ ფიქრს.

2015 წელს "ექვსეულმა“ (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) და ირანმა მოქმედების საყოველთაო გეგმაზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტი, თეირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შემცირების სანაცვლოდ, მისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობდა. 2018 წელს აშშ-მა, ირანის მხრიდან მოლაპარაკების პირობების დარღვევის გამო, შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. ირანმა, თავის მხრივ, შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system