თავში

ბაიდენი ბრიუსელში NATO-ს სამიტს დაესწრება

​ბაიდენი ბრიუსელში NATO-ს სამიტს დაესწრება
ბაიდენი ბრიუსელში NATO-ს სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2021 წლის 14 ივნისს, ბრიუსელში NATO-ს სამიტზე მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე წევრი-სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა იმსჯელონ ამერიკის ჯარების ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე რუსეთის დაძაბულ ურთიერთობაზე ჩინეთთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზე. ინფორმაციას APnews ავრცელებს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ ,,დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებზე’’, როგორიცაა: რუსეთის აგრესიული მოქმედებები, ტერორიზმის საფრთხეები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და ჩინეთის გავლენების გაძლიერება მსოფლიოში.

შეხვედრა იმ დროისთვის იგეგმება, როდესაც NATO-ს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთი უნდა დატოვონ.

ალიანსის ბოლო სამიტი 2019 წელს, ლონდონში გაიმართა. ხოლო გასულ წელს, მისი ჩატარება კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system