თავში

ბაიდენი და ჰარისი კოვიდით დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაზე გამოვლენ

​ბაიდენი და ჰარისი კოვიდით დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაზე გამოვლენ
ბაიდენი და ჰარისი კოვიდით დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაზე გამოვლენ

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპული ამერიკელების ხსოვნის პატივსაცემ ცერემონიაში მონაწილეობას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მიიღებენ.

ღონისძიება დღეს ვაშინგტონში ქვეყნის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან გაიმართება. 20 იანვრის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ქუჩები თავისუფალი გადაადგილებისთვის უკვე დაკეტილია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 24 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 398 900-ზე მეტი ადამიანი. ინფექციის გავრცელებისა და დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system