თავში

ბაიდენი და მაკრონი ირანის ბირთვულ საკითხს ერთად განიხილავენ

ბაიდენი და მაკრონი ირანის ბირთვულ საკითხს ერთად განიხილავენ
ბაიდენი და მაკრონი ირანის ბირთვულ საკითხს ერთად განიხილავენ

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ შუა აღმოსავლეთში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

აღინიშნა, რომ ლიდერებს მეგობრული და სამუშაო საუბარი ჰქონდათ. პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, დახმარება გაუწიონ პანდემიის წინაშე მყოფ ყველაზე დაუცველ ქვეყნებს და ასევე გამოთქვეს იმედი, რომ შეერთებული შტატების დაბრუნება პარიზის შეთანხმებაში დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს დოკუმენტის თანახმად ნაკისრი ვალდებულებები.

პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ერთად იმოქმედებენ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანის ბირთვული საკითხისა და ლიბანში არსებული ვითარების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონსა და ბაიდენს საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მრავალმხრივ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system