თავში

ბაიდენი დარწმუნებულია, რომ პუტინთან შეხვედრა ივნისში გაიმართება

ბაიდენი დარწმუნებულია, რომ პუტინთან შეხვედრა ივნისში გაიმართება
ბაიდენი დარწმუნებულია, რომ პუტინთან შეხვედრა ივნისში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 7 მაისს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ივნისში შედგება.

ამავე დროს, თეთრი სახლის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი შეხვედრის დრო და ადგილი შეთანხმებული ჯერ კიდევ არ არის.

„დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამას, მაგრამ ჯერ კონკრეტული დრო და ადგილი უცნობია, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“, - განაცხადა ბაიდენმა.  

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისათვის ვენაში შეხვედრა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system