თავში

ბაიდენი "ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ბაიდენი "ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანალოგის შექმნის ინიციატივით გამო
ბაიდენი ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ჩინეთის მიერ შემუშავებული “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ალტერნატივის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.

"ვფიქრობდი, რომ მსგავსი ინიციატივა დემოკრატიული სახელმწიფოებიდანაც უნდა გვქონდეს, რათა დავეხმაროთ მსოფლიოს იმ საკითხებში, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

ბაიდენი აპირებს აშშ-ის ინფრასტრუქტურის განახლების მულტიმილიონიანი გეგმა მომავალ კვირას გამოაქვეყნოს. აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პერსპექტიულ ახალ ტექნოლოგიებში, როგორიცაა კვანტური გამოთვლა, ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნოლოგია, ინვესტიციებს გაზრდის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მათ ერთობლივ მშენებლობას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system