თავში

ბაიდენი მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას გეგმავს

​ბაიდენი მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას გეგმავს
ბაიდენი მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას გეგმავს

თეთრი სახლის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მზადყოფნა, 2024 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყაროს კენჭი. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-ისთვის  მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა თეთრი სახლის ხელმძღვანელს ჰკითხა: "გეგმავთ თუ არა ხელახლა კენჭისყრას?" ”დიახ,” - უპასუხა ბაიდენმა.

"მე ნამდვილად პატივს ვცემ ბედს. ბედი ბევრჯერ ჩარეულა ჩემს ცხოვრებაში. თუ ისეთივე ჯანმრთელი ვიქნები, როგორც ახლა, კენჭს ისევ ვიყრი", - განაცხადა მან.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები, შესაძლოა, რევანში გახდეს, რადგან კენჭისყრას ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც აპირებს.

"რა თქმა უნდა. რატომ არ უნდა ვიყარო კენჭი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ? ეს არჩევნებში ჩემი მონაწილეობის პერსპექტივას გააძლიერებს“, - განაცხადა ბაიდენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system