თავში

ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება - თეთრი სახლი

​ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება - თეთრი სახლი
ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება - თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ დაესწრება ოლიმპიურ თამაშებს, რომლებიც იაპონიაში ივლისში დაიწყება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ოლიმპიადას, როგორც ყოველთვის, დელეგაცია დაესწრება.

"ამერიკული ადმინისტრაცია არ ივიწყებს თავის რეკომენდაციებს საზღვარგარეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი მოგზაურობების შესრულების შესახებ", - განაცხადა პსაკიმ.

ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით, 2021 წლამდე გადაიდო, 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიადაზე უცხოელ მაყურებლებს არ დაუშვებენ.

უახლესი გადაწყვეტილებების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებლის ლიმიტი ობიექტის ტევადობის 50% -ით, მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system