თავში

ბაიდენი: "ტრამპი პუტინის ლეკვია"

ბაიდენი: "ტრამპი პუტინის ლეკვია"
ბაიდენი: ტრამპი პუტინის ლეკვია

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პირველი სატელევიზიო დებატებისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "პუტინის ლეკვი" უწოდა.

სატელევიზიო დებატები მწვავე ურთიერთკრიტიკის ფონზე წარიმართა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის 47 თვის განმავლობაში მან გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მოღვაწეობის 47 წლის განმავლობაში.

ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია აშშ-ის მთელი ისტორიის განმავლობაში.

"მე ვხვდებოდი პუტინს და ღიად ვაგრძნობინებდი, რომ არ წამოვეგებოდი მის ხრიკებს...ის (ტრამპი) პუტინის ლეკვია, მას აქამდე არაფერი უთქვამს რუსეთისთვის იმ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლის გამო, რომლებზეც მათ ავღანეთში ნადირობა გამოაცხადეს",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დემოკრატი პოლიტიკოსის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკა უფრო ღარიბი, დანაწევრებული ძალადობრივი გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები 3 ნოემბრის არჩევნებამდე სატელევიზიო დებატებში ერთმანეთს კიდევ ორჯერ შეხვდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system