თავში

ბაიდენი: ვაქცინას და მეცნიერებს ვენდობი, მაგრამ ტრამპს არა!

ბაიდენი: ვაქცინას და მეცნიერებს ვენდობი, მაგრამ ტრამპს არა!
ბაიდენი: ვაქცინას და მეცნიერებს ვენდობი, მაგრამ ტრამპს არა!

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე სანდო არ არის. 

„მე ვენდობი ვაქცინას, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს. მას ამერიკელი ხალხიც არ ენდობა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოესი კვირების განმავლობაში დამტკიცდება.

ცნობისთვის, დონალტ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 3-4 კვირაში მზად იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system