თავში

ბაიდენი ვაქცინირებულებს 100 დოლარს სთავაზობს

​ბაიდენი ვაქცინირებულებს 100 დოლარს სთავაზობს
ბაიდენი ვაქცინირებულებს 100 დოლარს სთავაზობს

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ფედერალური მთავრობის ყველა სამოქალაქო თანამშრომელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა გაიაროს, ან რეგულარულად ჩაიტაროს ტესტები, ატაროს პირბადე და დაისვას სოციალური დისტანცია. ამასთან, არსებული პროექტით, შესაძლოა, ვაქცინირებულ პირებს 100 დოლარი გადაეცეთ. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

"ეს არავაქცინირებულების ეპიდემიაა. კვდებიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა კვდებოდნენ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

გავრცელებული ცნობით, თეთრი სახლი "დელტა" შტამის წინააღმდეგ აგრესიულ მიდგომას იყენებს. თუ სახელმწიფო მოხელე ვაქცინირებული არაა, ის იძულებული იქნება, სამსახურში ატაროს პირბადე, ყოველ კვირას გაიაროს ტესტირება, დაიცვას სოციალური დისტანცია და სხვა წესები.

ამჟამად აშშ-ში 4 მილიონი ფედერალური მოხელეა.

ამასთან, ბაიდენი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაქცინირებულ პირებს 100 დოლარი დაურიგოს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგად, არავაქცინირებულთა მესამედმა განაცხადა, რომ თანხა მათ ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system