თავში

ბაიდენის ადმინისტრაცია ბრიტანეთიდან ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას შეეცდება

ბაიდენის ადმინისტრაცია ბრიტანეთიდან ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას შეეცდე
ბაიდენის ადმინისტრაცია ბრიტანეთიდან ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას შეეცდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამის შესახებ The New York Times წერს.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ რაიმონდსმაც. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ლონდონის სასამართლოს საჩივარი გაუგზავნა, რომლითაც მიმდინარე წლის იანვრის თვეში ასანჟის ექსტრადაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელ ჟულიან ასანჟის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ლონდონის სასამართლომ ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

2018 წელს აშშ-მა ასანჟის 18 პუნქტიანი ბრალდება წაუყენა, მათ შორის არის შპიონაჟი. ჯულიან ასანჟიმ, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, 2010 წელს Wikileaks-ის ვებგვერდზე აშშ-ის ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა. იგი წლების განმავლობაში ასაჯაროებდა ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მონაცემებს, თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა მიმოწერებს.

აშშ-მა მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში და ჯაშუშობაში დასდო ბრალი, რის გამოც მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ასანჟიმ 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში გაატარა, თუმცა 2019 წელს ეკვადორმა მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა და 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. ლონდონის სასამართლომ იგი, გირაოს დარღვევის გამო, დამნაშავედ ცნო და 11 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო 3 მაისიდან მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის მოსმენა დაიწყო. შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system