თავში

ბაიდენის ადმინისტრაცია გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს

ბაიდენის ადმინისტრაცია გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს
ბაიდენის ადმინისტრაცია გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გუანტანამოს პენიტენციური დაწესებულების დახურვას გეგმავს. ამის შესახებ CNN იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის, ციხეში დაახლოებით 40 პატიმარია მოთავსებული.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ საპატიმრო დაწესებულების დახურვა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე იგეგმება.

ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2008 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ გუანტანამოს ციხეს დახურავდა. თუმცა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ეს ვერ მოახერხა. ხოლო ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპატიმროში 2018 წლიდან ახალი პატიმრების მიღება დაიწყო.

საპატიმრო დაწესებულება თავდაპირველად 2002 წელს გაიხსნა და მისი გამოყენება ტერორიზმში ეჭვმიტანილების დასაკითხად იგეგმებოდა. ხალიდ შეიხ მოჰამედი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ამჟამად გუანტანამოს ციხეში იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system