თავში

ბაიდენის აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის გეგმები ცნობილია

​ბაიდენის აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის გეგმები ცნობილია
ბაიდენის აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის გეგმები ცნობილია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ივნისში ბრიუსელში NATO-ს სამიტის ვიზიტისას, შესაძლოა, ბრატისლავაშიც ჩავიდეს. ბაიდენის აღმოსავლეთ ევროპაში სავარაუდო ვიზიტის შესახებ, ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით, სლოვაკური Pravda იუწყება.

NATO-ს სამიტი 14 ივნისს არის დაგეგმილი. ბრიუსელამდე ბაიდენი ლონდონში ჩავა, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდება. ასევე დაგეგმილია აუდიენცია გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან ელისაბედ მეორესთან. ამის პარალელურად, დიპლომატები აღმოსავლეთ ევროპის ერთ ქვეყანაში პრეზიდენტის ვიზიტსაც გეგმავენ. ეს შეიძლება სლოვაკეთი, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანა იყოს. 

ბრატისლავაში ვიზიტის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობა მიიღებს GLOBSEC-ის საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.      

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system