თავში

ბაიდენის განცხადება პოპულიზმს ემყარება - მევლუთ ჩავუშოღლუ

ბაიდენის განცხადება პოპულიზმს ემყარება - მევლუთ ჩავუშოღლუ
ბაიდენის განცხადება პოპულიზმს ემყარება - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების მეთაურის განცხადება პოპულიზმს ემყარება.

”ჩვენ მთლიანად უარვყოფთ ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ პოპულიზმზეა დაფუძნებული”, - წერს ჩავუშოღლუ Twitter-ზე.

მან აღნიშნა, რომ ”პოლიტიკური ავანტიურიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის უდიდესი ღალატია”.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის გენოციდი ოფიციალურად აღიარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system