თავში

ბაიდენის ინაუგურაციას მხოლოდ კონგრესის წევრები დაესწრებიან

​ბაიდენის ინაუგურაციას მხოლოდ კონგრესის წევრები დაესწრებიან
ბაიდენის ინაუგურაციას მხოლოდ კონგრესის წევრები დაესწრებიან

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები სტუმრების სია კორონავირუსის პანდემიის გამო მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ინაუგურაციის საკითხებში აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებულ კომიტეტში განაცხადეს.

წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, კომიტეტი იძულებული გახდა, შეემცირებინა სტუმრების სია, რომლებიც 2021 წლის 20 იანვარს კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნორმალურ ვითარებაში კომიტეტი დაახლოებით 200 ათას ბილეთს არიგებს, მაგრამ 59-ე ინაუგურაცია შეზღუდული იქნება და მას მხოლოდ კონგრესის წევრები დაესწრებიან.

ამრიგად, ინაუგურაციისთვის დაახლოებით 1070 მოსაწვევი დარიგდება - კონგრესის ორივე პალატას 535 წევრი ჰყავს. კომიტეტმა განმარტა, რომ ბილეთის სხვა პირებზე გადაცემა შეუძლებელია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანდემიის გამო ბაიდენის ინაუგურაციის გასაშუქებლად აკრედიტირებული ჟურნალისტების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system