თავში

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს პორტლენდში არეულობები მოხდა

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს პორტლენდში არეულობები მოხდა
ბაიდენის ინაუგურაციის დღეს პორტლენდში არეულობები მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს პორტლენდში არეულობები მოხდა. სამართალდამცავებმა რვა ადამინი დააკავეს. ისინი 18-დან 38 წლამდე პირები არიან. ისინი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ხულიგნობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საშიში მოწყობილობების შენახვაში დაადანაშაულეს.

პოლიციის განცხადებით, ასობით შავებში ჩაცმული მომიტინგე ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაემართა. შემდეგ ისინი თავს დაესხნენ სახელმწიფო დემოკრატიული პარტიის შტაბს. მომიტინგეებმა შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შენობის კედლებზე წარწერები დატოვეს. ზოგიერთმა ქუჩაში ნაგვის კონტეინერები გადაყირავა და მათ ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ ასევე აღნიშნა. რომ აქციის მონაწილეები შეიარაღებულები იყვნენ ჯოხებით, დანებითა და ფერადი კვამლით.

"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმ ზიანით, რომელიც პორტლენდში დემოკრატიული ორეგონის შტაბ-ბინას მიაყენეს. ძალიან გაგვიმართლა, რომ იმ დროს არცერთი ჩვენი თანამშრომელი არ იმყოფებოდა შენობაში", - განაცხადეს პარტიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system