თავში

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვდრა დაიწყო. 

ის "ლა-გრანჯის" ვილაში მიმდინარეობს, რომელიც ჟენევაში, ამავე სახელწოდების პარკში მდებარეობს. 

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:35-ზე (თბილისის დროით 15:35-ზე) დაიწყო. 

შეხვედრამდე პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

მანამდე სახელმწიფოების ლიდერები შვეიცარიის პრეზიდენტთან, გი პარმელენთან ერთად ფოტოსესიაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისის დროით 15:25-ზე გაიმართა).

პოლაპარაკებების ოთახში, ბაიდენისა და პუტინის გარდა, აშშ-ის მხრიდან, გენერალური მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებიან.

მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით ადგილობრივი დროით 14:55-ზე (თბილისის დროით 16:55-ზე) დაიწყება. შეხვედრა პრესისთვის დახურული იქნება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთში საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი.

რუსული დელეგაციის შემადგენლობაში პუტინს თან ახლავს პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი, თავდაცვის სამინისტროს გენ-შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე ასევე მიწვეულები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი და სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.

შეხვედრის მეორე რაუნდი დელეგაციების მონაწილეობით თბილისის დროით 18:40-ზე დაიწყება. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი პრესკონფერენციას გამართავს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში 16 ივნისს, ადგილობრივი დროით 23:00-ზე (თბილისის დროით 7:00) დაბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა "ლა-გრანჯის" ვილაში გაიმართება, რომელიც ჟენევაში, ამავე სახელწოდების პარკში მდებარეობს. XVIII საუკუნის ვილა პარკში, ჟენევის ტბის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. 9 ივნისს შვეიცარიის პოლიციამ პარკი დახურა და ბარიკადები აღმართა.

აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე ისაუბრებს.

შვედეთის ხელისუფლების განცხადებით, ჟენევის თავზე საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება. შეზღუდვები 17 მაისამდე იმოქმედებს.

ამასთან, შეზღუდვები არ შეეხება კომერციულ რეისებს, რომლებიც ჟენევის აეროპორტში სრულდება. საჰაერო სივრცეს სამხედრო საჰაერო ძალები გააკონტროლებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system