თავში

ბაიდენმა 34 პირი ადმინისტრაციის დროებით თანამდებობებზე დანიშნა

ბაიდენმა 34 პირი ადმინისტრაციის დროებით თანამდებობებზე დანიშნა
ბაიდენმა 34 პირი ადმინისტრაციის დროებით თანამდებობებზე დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ახალ ადმინისტრაციაში 34 ადამიანი დროებით თანამდებობებზე დანიშნა, სანამ კონგრესი კანდიდატურებს საბოლოოდ დაამტკიცებს.

კერძოდ, დაინიშნენ შუალედური მენეჯერები: სახელმწიფო დეპარტამენტს დროებით უხელმძღვანელებს დენ სმითი; პენტაგონს - დევიდ ნორქუისტი, ფინანსთა დეპარტამენტს - ენდი ბოკოლი, იუსტიციის დეპარტამენტს - მონტი უილკინსონი, სავაჭრო დეპარტამენტს - უინ კოგინსი, CIA-ს - დევიდ კოენი, NASA-ს - სტივ იურჩიკი.

აშშ-ის ელჩად გაერო-ში რიჩარდ მილსი დაინიშნა. მარია პეგანი აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.

ოთხშაბათს, 20 იანვარს, ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. მან ინაუგურაციაზე ფიცი კონსტიტუციისა და ქვეყნის წინაშე დადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system