
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად საკუთარი სახლის ბაღში იმყოფებოდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ შეიტყო. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მისმა შვილიშვილმა ნაომი ბაიდენმა ამცნო, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტო გამოაქვეყნა.
11.07.20 pic.twitter.com/HHVJMmIoAW
— Naomi Biden (@NaomiBiden) November 7, 2020
ჯოზეფ ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა, "რესპუბლიკელი" დონალ ტრამპისათვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, თუმცა არსებული სხვაობის დაფარვა უკვე შეუძლებელია. ჯო ბაიჯენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება.