თავში

ბაიდენმა დონალდ ტრამპი გებელსს შეადარა

ბაიდენმა დონალდ ტრამპი გებელსს შეადარა
ბაიდენმა დონალდ ტრამპი გებელსს შეადარა

აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი და მისი მეტოქე, დონალდ ტრამპი ადოლფ ჰიტლერის უახლოეს თანამებრძოლსა და ერთგულ მიმდევარს, იოზეფ გებელსს შეადარა. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტ გებელსსა და ტრამპს შორის პარალელები გაავლო. 

”ზოგიერთ ტყუილს საკმარისად დიდხანს იმეორებენ, იმეორებენ, იმეორებენ, იმეორებენ - და ის საყოველთაოდ ცნობილ ”ფაქტად” გადაიქცევა”, - განაცხადა ბაიდენმა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპი მატყუარაა, ამასთან, ის არც გონიერებით გამოირჩევა და საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკის შესახებაც "ბევრი არაფერი იცის". 

წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი "რადიკალი მემარცხენეების" ინტერესებს უწყობს ხელს, რომლებიც ამერიკის განადგურებას ისახავენ მიზნად. 

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი დებატები 29 სექტემბერს, ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში გაიმართება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system