თავში

ბაიდენმა ისრაელში და მექსიკაში აშშ ელჩები წარადგინა

​ბაიდენმა ისრაელში და მექსიკაში აშშ ელჩები წარადგინა
ბაიდენმა ისრაელში და მექსიკაში აშშ ელჩები წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე თომას ნაიდსი ისრაელში ელჩის პოსტზე წარადგინა. ელჩის პოსტი მექსიკაში ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მდივანს, კენ სალაზარს შესთავაზეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

კანდიდატურები სენატმა უნდა დაამტკიცოს.

2010 წლიდან 2013 წლამდე ნაიდსი სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილედ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხში მუშაობდა. მანამდე სხვადასხვა ბანკებში იყო დასაქმებული და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის აპარატში მსახურობდა.

სალაზარი აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტს 2009-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1998 და 2002 წლებში ის კოლორადოს შტატის გენერალურ პროკურორად აირჩიეს. სალაზარი ამ შტატის სენატორია.

ამასთან, NATO-ში მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ბაიდენმა მისი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯულიანა სმიტი წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system